მთავარიჩვენს შესახებ

“ჯორჯიან ემერიქან ელოისის” სათაო ოფისი ფლორიდაში, მაიამიში მდებარეობს და მართავს კომპანიებს, რომლებიც ჩართულნი არიან სხვადასხვა ხარისხის ფეროშენადნობების წარმოებასა და რეალიზაციაში. ამ კომპანიებს შორისაა ამერიკული "ფელმან ფროდაქშენი" (ნიუჰევენი, ვირჯინია), "ფელმან თრეიდინგი"(მაიამი, ფლორიდა), "სი სი მეტალს ენდ ელოიზ"(ქალვერ-სითი, ქენთაქი) და საქართველოში დაფუძნებული შპს "ჯორჯიან მანგანეზი.  "ჯორჯიან ემერიქან ელოის"   წარმატებით ფუნქციონირებს და დღეს ის  მსოფლიო ლიდერია ფეროშენადნობთა ბაზარზე.

„ფელმან თრეიდინგი“ -ფეროშენადნობთა გლობალური მწარმოებელი და დისტრიბუტორია, რომელიც აერთიანებს რამდენიმე უმსხვილეს გამოცდილ შენადნობთა მწარმოებელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან:  საქართველოდან, უკრაინიდან, რუმინეთიდან და   შეერთებული შტატებიდან. „ფელმან თრეიდინგი"  შეერთებულ შტატებში ფეროშენადნობების  ერთ-ერთი  მსხვილი მიმწოდებელია, რომლის პროდუქციასაც მოიხმარენ   ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკის ფოლადის მწარმოებლები და ჩამომსხმელები.

კომპანია “ფელმან ფროდაქშენი“- ნიუ ჰევენში (დასავლეთ ვირჯინია) მდებარეობს, ის შეერთებულ შტატებში არსებული ორი სილიკომანგანეზის  მწარმოებელი კომპანიიდან  ერთ-ერთია.

სისიემეი -ქალვერთ სითიში (ქენთაქი) მდებარეობს. კომპანია  მაღალხარისხიანი ფეროსილიკონის წამყვანი მიმწოდებელია ჩრდილოეთ ამერიკის ფოლადის მრეწველობაში, ასევე იგი მაღალხარისხიან ფეროშენადნობთა მთავარი მწარმოებელი და მიმწოდებელია გლობალურ ფოლადის ჩამომსხმელ ინდუსტრიაში.

“ჯორჯიან მანგანეზი-” საქართველოში მოქმედი კომპანიაა ის  მაღალი და საშუალო ხარისხის   სილიკომანგანეზის მსხვილი მწარმოებელია რეგიონში. მოპოვებითი სამუშაოები ხორციელდება შვიდ საბადოსა და რვა კარიერზე.

შპს" ვარციხე2005" (ბაღდათის რ-ნი, სოფელი ვარციხე ),-  ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც ელექტროენერგიით ამარაგებს მის შვილობილ კომპანიებს,  ჭიათურის მანგანეზის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს ("ჭიათურა") და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას ("ზესტაფონი").

“ჯორჯიან ემერიქან ელოისი” მომხმარებელს სთავაზობს ხარისხიანი პროდუქციის შეუფერხებელ, საიმედო მიწოდებას კონკურენტუნარიან ფასად. 

“ჯორჯიან ემერიქან ელოისი”ქვეყნის ერთ-ერთ მსხვილი დამსაქმებელია. დასაქმებულთა საერთო რაოდენობა 6 ათასამდეა. პროდუქციის საერთო ბრუნვა კი ქვეყნის მთლიანი ექსპორტის 10% შეადგენს.

სანიმუშო ბიზნეს პორტფელითა და ბაზრის სწორი ანალიზით  განთქმული

GAA ფეროშენადნობთა მრეწველობის გლობალური ლიდერია, რომელიც გვთავაზობთ

მაღალხარისხიანი პროდუქციის შეუფერხებელ, სანდო მიწოდებას კონკურენტუნარიან ფასად.

 

Go to top