ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის მოკლე ისტორია

დიდი ხნის მანძილზე ჭიათურის მთებში მოპოვებული მანგანეზი ადგილოობრივი მცხოვრებლებისათვის გამოიყენებოდა როგორც ტანსაცმლის შესაღები მასალა,ამ პროდუქციის სხვა, უფრო მაღალი დონის მოხმარება არ იყო ცნობილი, სანამ 19-ე საუკუნის მეორე ნახევარში მანგანეზის მოპოვება და წარმოება ინდუსტრიული მასშტაბით არ დაიწყო. ჭიათურის, როგორც ქალაქის წარმოშობა და შემდგომი ზრდა მდინარე ყვირილას ხეობაში მანგანეზის მოპოვებამ და სამრეწველო წარმოებამ განაპირობა.

ქალაქი სააქციო საზოგადოებად გამოცხადდა 1879 წელს, როდესაც მანგანეზის საბადოს ამოღება დაიწყო აკაკი წერეთლის (ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე) ინიციატივით. 1895 წლისთვის, რკინიგზამ ჭიათურა შორაპნის სადგურთან დააკავშირა. იმ დროისთვის ჭიათურის მაღაროები უკვე ათასობით ადამიანს ასაქმებდა და მსოფლიო მანგანეზის მოთხოვნის 50%-მდე მარაგს ქმნიდა.

აღსანიშნავია, რომ ჭიათურის საქმიანობა ისტორიულად ფოკუსირებულია აშშ-ში ექსპორტზე. 1925-1928 წლებში მანგანეზის მოპოვების უფლება მიენიჭა სააქციო საზოგადოება ჯორჯიან მანგანიზ-ს (იგი ამჟამინდელ კომპანიასთან არ არის კავშირში), რომელსაც უძღვებოდა ამერიკელი მრეწველი უილიამ ავეროლ ჰარიმანი. მოგვიანებით, 1941-1946 წლებში ჰარიმანი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი გახლდათ სსრკ-ში.

ჭიათურის მაღარო სამი ტიპის მანგანეზს მოიპოვებს გარშემო მდებარე კირიდან და ქვიშაქვებიდან, ესენია: ნახშირორჟანგის, ჟანგის და ზეჟანგის. მთლიანად მანგანეზის მადნის ამოღება ხდება შვიდი, სრული დატვირვის მაღაროში და რვა ღია კარიერზე. მასალის ამოღებისთანავე, იგი იგზავნება ზესტაფონში და სხვა დამამუშავებელ ქარხნებში შემდგომი კულტივაციისთვის. ამასთანავე, ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი წარმოადგენს კომპლექსს სხვადასხვა გამამდიდრებელი და გადამამუშავებელი სააქმროების.

ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატი წელიწადში მოიპოვებს და ყოველწლიურად გადაამუშავებს 1 600 000 ტონა მადანს . ამჟამად ჭიათურაში მოპოვებული მანგანეზი შეადგენს საქართველოს საექსპორტო ბრუნვის 10%.

 

 

Go to top