აკაკი გურჯიძე - ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის გენერალური დირექტორი.

1988 წლიდან აკაკი გლურჯიძე აქტიურად არის ჩაბმული ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატის სხვადასხვა დაწესებულებების საქმიანობაში. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სადოქტორო ხარისხის დაცვის შემდეგ, სადაც მისი კვლევა ფოკუსირებული იყო მიწისქვეშა მექანიკური საკეტების სანდოობაზე. ბატონმა აკაკიმ თავისი კარიერა დაიწყო სააქციო საზოგადოება ჭიათურმანგანუმში. იგი მუშაობდა გენერალური დირექტორის მოადგილედ ადამიანური რესურსების მართვისა და ფინანსურ/სავაჭრო განხრით, 2003 წელს დაინიშნა ჭიათურმანგანუმის გენერალურ დირექტორად. ამ თანამდებობაზე მან იმუშავა 2006 წლამდე, ხოლო ჭიათურის მანგანეზის ახალი მფლობელის "ჯორჯიან მანგანეზ"-ის მოსვლის შემდეგ დაინიშნა გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

 

ნიკოლაი ბიდნიუკი - ჭიათურის სამთო გამამდიდრებელი კომბინატის დირექტორის პირველი მოადგილე, ტექნიკური დირექტორი

განათლება-1974-1979 წლებში სწავლობდა დნეპროპეტროვსკის სამთო ინსტიტუტი
1980-2007 წლებში მუშაობდა ქალაქ ორჯონიკიძის სამთო-გამამდიდრებელ კომბინატში
2007 წლიდან არის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი საწარმოს შპს "ჯორჯიან მანგანეზ"-ის ტექნიკური დირექტორი.

 

გელა ბუზალაძე - ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ტექნიკური სამსახურის უფროსი

განათლება -თბილისის ტოპოგრაფიული ტექნიკუმი
1984-89 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო ფაკულტეტზე.
1981 წლიდან მუშაობს ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელ საწარმოში სხვადასხვა პოზიციებზე - ზეინკალი, სამთო ოსტატი, მთავარი მარკშეიდერის მოადგილე, მთავარი მარკშეიდერი, მთავარი სამთო ინჟინრის მოადგილე.
2001 წლიდან დღემდე არის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის ტექნიკური სამსახურის უფროსი

 

ირაკლი პეტრიაშვილი - ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კადრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი

განათლება-1998 წელი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიის
ფაკულტეტი
2001 წელი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივესიტეტის (სიღნაღის ფილიალი) სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2007 წელი- ფინანსური მენეჯმენტის კურსი სასწავლო ცენტრ "სერმა"-ში
სამუშაო გამოცდილება - სიღნაღისგამგებელის მოადგილე სოციალურ საკითხებში.-2003 თბილისის ანტიმონოპოლიურ სამსახუში თბილისის სარეკლამო საქმიანობის რეგულირების სამსახურის უფროსი
2004-2009 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრხოების დეპარტამენტში განყოფილების უფროსი.
2009-2010 წლებში მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრხოების დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსად.
2004-2007 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "მადნეული"-ს გენერალური დირექტორის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში.
2006-2009 წლებში მუშაობდა შპს "კვარციტი"-ს გენერალური დირექტორის მრჩევლად უსაფრთხოების საკითხებში.
2010-2013 წლებში იყო სააქციო საზოგადოება "სილქნეტი"- საკადრო საქმის წარმოების და მონიტორინგის უფროსი და რეგიონული მართვის კომიტეტის ხელძღვანელი.
2013 წლიდან არის ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კადრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

 

Go to top