ვოლოდიმირ "ველველ" ლოზინსკი - გენერალური დირექტორი.

"ჯორჯიან მანგანეზ-ში" ბატონმა ლოზინსკიმ მუშაობა 2012 წლის მაისში დაიწყო კომპანიის მთავარ აღმასრულებელ ხელძღვანელად. მისი ამჟამინდელი თანამდებობით იგი ყველა საოპერაციო საქმიანობისა და სტრატეგიული ინიციატივის მეთვალყურეობაზეა პასუხისმგებელი.

ბატონი ლოზინსკი უშუალოდ საქმიანობს "ჯორჯიან ემერიქან ელოიზ"-თან, "ჯორჯიან მანგანიზ"-ის მშობელ კომპანიასთან, რათა გარანტირებული იყოს მთელი ორგანიზაციის სანიმუშო მოღვაწეობა მსოფლიოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის ორგანიზაციული გაუმჯობესებითა და დანერგვით. "ჯორჯიან მანგანიზ"-ში მოსვლამდე, მან ორი წელი გაატარა მენეჯერული უნარ-ჩვევების დასახვეწად ჩრდილოეთ ამერიკის "უორენ სთილ ჰოლდინგზ"-ში. 6 წლით ადრე იგი მუშაობდა გენერალური მენეჯერის თანამდებობაზე ოპტიმა ტელეკომში, რომელიც უკრაინაში უდიდესი ქსელის ოპერატორია. ბატონი ლოზინსკის მინიჭებული აქვს ხარისხები კიევის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ნიუ ჯერსის შტატის ქალაქ მორისთაუნის ამერიკის რაბინულ კოლეჯში

     

კონსტანტინ დემიანენკო - ჯორჯიან ემერიქან ელოიზის საქართველოს განყოფილების კომერციული დირექტორის პოზიციაზე მუშაობს 2012 წლიდან დღემდე.

მისი სამუშაო კარიერა სხვადასხვა უფროსი მენეჯერის თანამდებობებს ითვლის. იგი მუშაობდა მარკეტინგ ენდ სეილს ვიცე პრეზიდენტად, სითინეტში სააქციო საზოგადოება უკრაინის ტელესისტემების გენერალური დირექტორის მოადგილე თიემ ფიფლნეტ-ში ბიზნეს დეპარტამენტის უფროსი ტრანსპორტ ნეთუერქის და ქერიერზ ქერიერ ბიზნეს-ის დირექტორიმუშაობდა ოპტიმა ტელეკომის დნეპროპეტროვსკის ფილიალში.
იგი გახლავთ კომერციული განხრის აღმასრულებელი მენეჯერი, რომელსაც ხელეწიფება ჩამოაყალიბოს და მიაღწიოს ორივე, შორსმიმავალ და ახლო მიზნებს, მას გააჩნია კომპანიის მართვის და კომერციული შედეგების მიღწევის უნარი ინვესტორთა მიზნებისა და ღირებულებების გათვალისწინებით


 

ბ-ნი მერაბ ლომინაძე - ჯორჯიან ემერიქან ელოიზ-ის ჯგუფის ქართული მხარის ფინანსური დირექტორის პოზიციაზე მუშაობს 2012 წლიდან დღემდე.

მისი სამუშაო კარიერა უფროს მენეჯერულ პოზიციებს ითვლის სხვადასხვა კომპანიებში: კომუნალურ (შპს ჯორჯინ უოთერს ენდ ფაუერ) და სამთო (სააქციო საზოგადოება მადნეული) მრეწველობაში, ასევე სამთავრობო ორგანიზაციებში (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისრტო და მისი ქვესტრუქტურები).
განათლება - ბატონმა მერაბ ლომინაძემ განათლება დასავლეთის უნივერსიტეტში მიიღო. გააჩნია მაგისტრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში, საბანკო საქმესა და საჯარო ადმინისტრირებაში. 
ფლობს რამდენიმე ენას: ქართული (მშობლიური); ინგლისური (თავისუფლად); რუსული (თავისუფლად), იტალიური და გერმანული ( საშუალო დონეზე)


 

ბ-ნი ალექსანდრე მელაძე - ჯორჯიან ემერიქან ელოიზ-ის მენეჯმენტის გენერალურ მრჩევლად 2014 წლიდან დღემდე

განათლება და სამუშაო გამოცდილება-. 2000 წელს თბილისის საეთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტი (წითელი დიპლომით)
2002 წელი- კოლუმბიის იურიდიული სკოლა
ალექსანდრე მელაძე კერძო იურიდიულ პრაქტიკას ეწევა ნიუ იორკში.
14 წელზე მეტი ხნის კარიერის მანძილზე, ბატონ მელაძეს დაგროვილი აქვს საქართველოს საკითხებზე მუშაობის გამოცდილება ქართველ კლიენტებთან შეერთებულ შტატებში. წლების განმავლობაში იგი წარმოადგენდა ანადარკო ფეთროლ კორპ-ს შავი ზღვის ოფშორული ათვისების პერიოდში. იგი რჩევებს აძლევდა ეკონომიკური ზრდის საერთაშორისო ცენტრს სამართლებრივ და სიღარიბის შემცირების საკითხებზე საქართველოში და დსთ-ში. იგი მუშაობდა კლიენტებთან უძრავი ქონების და HPP განვითარების სფეროში სხვადასხვა კონტრაქტებზე (მენტორული ენერგეტიკა, პპფ ინვესტიციები, მირაქს ჯგუფი) სერბიაში, მონტენეგროსა და სრპსკას რესპუბლიკაში, მან აწარმოა ქართული კანონმდებლობის გათვლების ანალიზი ენერგეტიკული თანამეგობრობის ხელშეკრულებასა და სხვა შესაბამისი ევროგაერთიანების კანონმდებლობაში (Advanced Engineering Associates International), იგი წარმოადგენდა მსხვილი უძრავი ქონების დეველოპერს საქართველოდან ნიუ იორკში და მოღვაწეობდა მსხვილი ქართული ღვინის მწარმოებლის გენერალურ მრჩეველად აშშ-ში , ნიუ იორკის Paradise Theater Productions-ის ვიცე- პრეზიდენტად და გენერალურ მრჩევლად. იგი ექსპერტია ისეთ სფეროებში, როგორიცაა სავაჭრო და სამოქალაქო დავა, ენერგეტიკა, კომერციული ტრანზაქციები, ემიგრაცია, ალკოჰოლის ლიცენზირება და იმპორტ-ექსპორტის ტრანზაქციები, და რუსეთის და დსთ-ს პრაქტიკა.
მის არაანაზღაურებად სამუშაოდ უნდა აღინიშნოს ბატონი მელაძის საქმიანობა რესტორნების ქსელის ნიუ იორკული მოდელის განვითარებაზე-კონცეფცია, კომპანიის ფორმირება, კომერციული ფართის შერჩევა და ფასის შეთავაზება (არმანის შენობა, ნიუ იორკის ფინანსური უბანი). ალექსანდრე აქტიურად საქმიანობს აშშ-ს ქართულ დიასპორასთან. იგი უწევს, უფასო, მაგრამ არა შეზღუდულ იურიდიულ დახმარებას აშშ-ში საქართველოს მოქალაქეებს და სხვადასხვა ქართულ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და კულტურულ ცენტრებს. იგი სათანადოდ წარმოადგენს ქართველ ხელოვანებს (რუსუდან ფეტვიაშვილი, ნინო ქათამაძე და ა.შ.) ნიუ იორკის სამხატვრო გალერეებში და საღონისძიებებო ადგილებში.
ალექსანდრე მელაძეს მინიჭებული აქვს უფლება აწარმოოს საადვოკატო საქმიანობა შეერთებული შტატების საოლქო სასამართლოებში როგორც ქალაქ ნიუ იორკის და ნიუ იორკის შტატის ადვოკატმა. ფლობს ინგლისურ, რუსულ და ქართულ ენებს, და აქვს უკრაინული ენის საბაზისო ცოდნა.


     

თამარ ჭიპაშვილი - „ჯორჯიან ემერიქენ ელოიზი“-ს გუნდს ადამიანური რესურსებისა და სოციალურ საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელის რანგში 2013 წლის დასაწყისიდან შეუერთდა.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შემდგომ, პროფესიული განათლება მიიღო ავსტრიის ქ. ზალცბურგის მენეჯმენტის აკადემიაში.
ქალბატონ თამარ ჭიპაშვილს ადამიანური რესურსების, ადმინისტრაციული მართვისა და პროექტების მენეჯმენტის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. ამ სფეროებში 15-ზე მეტი წლის სამუშაო გამოცდილების განმავლობაში, ის ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა როგორც კერძო, ასევე საჯარო და საერთაშორისო ორგანიზაციებში.


     

ზაქარია ზალიკაშვილი - ბრენდინგის და მარკეტინგული კომუნიკაციების სპეციალისტი.

დაამთავრა თბილისის ბიზნესის ინსტიტუტი. (წითელი დიპლომით)მოგვიანებით განათლება მიიღო სამხრეთ კალიფორნიის ინსტიტუტში (USC) კინოსარეჟისორო კურსებზე. მუშაობდა საზოგადოებრივი აზრის კვლევის კომპანიაში (ამჟამად GORBI). მონაწილეობდა საზოგადოებრივი თუ მარკეტინგული კვლევების დაგეგმარებაში და მონაცემთა ანალიზში.
არის ერთ-ერთი პირველი FM რადიოსადგურის დამფუძნებელი. მოგვიანებით ხელმძღვანელობდა სხვა რადიოსადგურებს.
2000 წელს მობილური კავშირგაბმულობის კომპანიაში „ჯეოსელი“ იკავებს მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციას. ამ პერიოდში წარმატებულად დაგეგმილმა და რეალიზებულმა სარეკლამო და მარკეტინგულმა კამპანიამ 4 წელიწადში კომპანიის აბონენტთა რიცხვი 10,000 აბონენტიდან ნახევარ მილიონამდე გაზარდა. ხოლო ცელკეული სარეკლმაო ვიდეორგოლები აღინიშნა რეკლამის საერთაშორისო ფესტივალებზე მთავარი პრიზებით.
2005 წლიდან დააფუძნა მარკეტინგული კონსულტაციების კომპანია „სტრომბოლი“ სადაც შეიქმნა და განვითარდა დღეს უკვე სხვა და სხვა სეგმენტში წარმატებულად მომუშავე ბრენდები. ამ პერიოდში, კომუნიკაციების სფეროში ხანგრძლივი თანამშრომლობა ქონდა მრავალ საერთაშორისო ორგანიზაციასთან საზოგადოების აზრის ფორმირებისთვის ინტეგრირებული საკომუნიკაციო კამპანიის დაგეგმარებაში.
2014 წლის ზაფხულიდან ზაქარია ზალიკაშვილი შეუერთდა „ჯორჯიან ემერიქენ ელოიზი“-ს გუნდს PR დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიციაზე.
ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს.


     

ბ-ნი ირაკლი ნოზაძე - დაინიშნა ჯორჯიან ემერიქან ელოიზის უსაფრთხოების და გარემოს დაცვის დირექტორად 2015 წელს.

2007 წელს დაასრულა ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2010 წელს მიიღო მაგისტრის ხარისხი.

სამუშაო გამოცდილება:
2008წ. შპს “ბაგები სითი ჯგუფი” იურისტი
2009წ. კ.ს. “საადვოკატო ბიურო სვანიძე და პარტნიორები” კორპორატიულ კლიენტებთანმომსახურების ჯგუფის ხელმძღვანელი (ადვოკატი)
2010 შპს “მრჩეველთა ჯგუფი იბერია” მმართველი პარტნიორი
2013 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსი
2014 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მინისტრის მოადგილე

     

იური კუჩერენკო - ჯორჯიან ემერიქან ელოიზის საქართველოს განყოფილების საინფორმაციო ტექნოლოგიების დირექტორი 2013 წლიდან დღემდე.

იური კურჩენკო 10 წელზე მეტია, რაც საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტის მენეჯმენტში მუშაობს ტელეკომუნიკაციების მრეწველობაში. კომპანიის საინფორმაციო ტექნოლოგიური მხარაჭერა წარმატებული ლიდერობა და მენეჯმენტი (25 კაცამდე ჯგუფი), დეპარტამენტის საორგანიზაციო საინჟინრო ტრეინინგი (72 დასაქმებულთან), მის დაქვემდებარებაში მყოფი შტატის განვითარება და ზრდა იური კურჩენკოს მთავარი საქმიანობაა.


     

დავით ჭანტურია - „ჯორჯიან ემერიქან ელოიზი“-ს ენერგეტიკის დირექტორი და სტრატეგიული დირექტორი.

1995 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი.
აქვს ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება:
1995-98 წ.წ. - შპს „ლიბეროს“ გენერალური დირექტორი.
1998-2002 წ.წ. - სს „ისან-ქართუს“ გენერალური დირექტორის მოადგილე.
2002-2004 წ.წ. - საქართველოს გაერთიანებული სადიტრიბუციო ენერგოკომპანიის მცხეთის რაიონის ენერგოკომპანიის დირექტორი.
2005- 2007 წ.წ. - შპს „ვარციხე 2005“ ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი.
2007 წლიდან იწყებს მუშაობას შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ჯერ დირექტორად ზოგად საკითხებში, შემდეგ ენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორად და ეკონომიკური და ენერგეტიკკული უსაფრთხოების დირექტორად.
2012 წლიდან არის „ჯორჯიან ემერიქან ელოიზი“-ს ენერგეტიკის დირექტორი, 2013 წლიდან დანიშნულია ამავდროულად ჰოლდინგის სტრატეგიულ დირექტორად. ბატონ დავით ჭანტურიას განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ფეროშენადნობი ქარხნის ენერგომომარაგების რენტაბელობასა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში
ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

  


     

დავით დობორჯგინიძე - ქართული განყოფილკების ავტომატიკის დირექტორის პოზიციაზე მუშაობს 2012 წლიდან.

დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი რადიოტექნიკური განხრით.
დავით დობორჯგინიძე გამოირჩევა საინჯინრო სტანდარტებისა და პროცედურების ცოდნით, აქვს კვალიფიცირებული განათლება ენერგეტიკულ რესურსებში, არის მაღალი დონის სპეციალისტი capex ბიუჯეტის კონტროლის სფეროში, არის პროფესიონალი ავტო , ელექტრო, მექანიკური გადამცემი სისტემების სფეროში. დავით დობორჯგინიძე გამოირჩევა მაღალი ორგანიზატორული და მმართველობითი ადმინისტრაციული უნარებით, არის დეტალებზე ორიენტირებული , ენერგიული , მომთმენი და დიპლომატიური, სწორად შედის კოლეგებთან და კლიენტებთან ურთიერთობაში. დავითის საქმიანობის სფერო მოიცავს შემოსავლებისა და მოგების ანალიზს,
მარკეტის კვლევასა და ანალიტიკურ კომუნიკაციას, გუნდის განვითარებაზე ზრუნვას მომხმარებლებთან უერთიერთობას ფინანსური ანგარიშის წარმოებას,გუნდის ლიდერობასა და ეფექტური პრეზენტაციების წარმართვას.
თავისუფლად ფლობს ქართულ, ინგლისურ რუსულ ენებს

 

Go to top