ბ-ნი ზაზა უფლისაშვილი არის ვარციხე 2005-ის გენერალური დირექტორი. 2005 წლამდე, იგი მუშაობდა საქართველოს მარნეულის რაიონის გამგელად და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის პირველ ვიცე-გუბერნატორად. ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" საქართველოს ბიუროს გენერალურ მენეჯერად. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ბატონ უფლისაშვილს დაცული აქვს სადოქტორო ხარისხი მექანიკურ ინჟინერიაში.

     

ბ-ნი ილია აროშიძე მუშაობს შპს „ვარციხე 2005"-ის გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ (1980-1985 წ) სპეციალობით ინჟინერ-ელექტრიკოსი, 1985 წელს მან მუშაობა დაიწყო ვარციხე ჰესების კასკადში. წლების მანძილზე იგი ემსახურება ვარციხის ჰესებს სხვადასხვა პოზიციებზე. მან სამუშაო გამოცდილება დააგროვა ჰესის უფროსად, უსაფრთხოების ტექნიკის წამყვან ინჟინრად, ელექტრო გადამცემი ხაზების მართვისა და ექსპლუატაციის განყოფილების უფროსად, ტექნიკურ დირექტორად მუშაობისას, რამაც საშუალება მისცა შეესწავლა საწარმოო საქმიანობა და განაპირობა მისი დაწინაურება.

 

ბ-ნი გურამ ფანცხავა არის შპს „ვარციხე 2005“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე საერთო საკითხებში. მან წარმატებით დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1975-1980 წ) ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის სპეციალობით. 1980 წლიდანვე დაიწყო მუშაობა ვარციხე ჰესების კასკადში და მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. მან აქტიური მონაწილეობა მიიღო ვარციხის მესამე და მეოთხე ჰიდროსადგურების მშენებლობა-ექსპლუატაციის საკითხებში. როგორც გამოცდილი ჰიდრო-ტექნიკოსი, ბატონი ფანცხავა დღემდე საწარმოს წამყვანი სპეციალისტია. დაწყებული უფროსი ინჟინრობიდან, მან წარმატებით ჩაიბარა შენობა-ნაგებობათა და ჰიდრომოწყობილობათა განყოფილებების მართვა. დღესდღეობით იგი რჩება სააღრიცხვო, საპროექტო და სამშენებლო საკითხების წამყვან სპეციალისტად.

 

ბ-ნი ალექსანდრე ყაველაშვილი არის შპს „ვარციხე 2005“-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ტექნიკურ საკითხებში. 1993 წელს მან დაამთავრა აკაკი წერთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. 1993 წელს ბატონმა ალექსანდრემ დაიწყო მოღვაწეობა მორიგე-ინჟინრის თანამდებობაზე. წარმატებული მუშაობის 2 წლის შემდეგ, 1995 წელს იგი დააწინაურეს ჰესის უფროსის თანამდებობაზე. 14 წლის მანძილზე იგი მუშაობდა სხვადასხვა ჰესების უფროსად. მიღებული გამოცდილებისა და სამუშაო პროცესის ეფექტურად მართვის საფუძველზე იგი გადაყვანილი იქნა მთავარი ინჟინრის პოზიციაზე. მისი მთავარ ინჟინრად მუშაობის დროს მოხდა სარეკორდო ელექტრო ენერგიის გამომუშავებება.

 

Go to top