ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მოკლე ისტორია

ფეროშენადნობი ქარხნის მშენებლობა ზესტაფონში ორმა ძირითადმა ფაქტორმა განაპირობა, ეს იყო: ჭიათურის მანგანუმის საბადოსთან მეზობლობა და სიახლოვე მაგისტრალურ გზებთან და პორტებთან.

ქარხნის მშენებლობა 1931 წელს დაიწყო, ხოლო პირველი ჩამოსხმა 1933 წლის 30 ოქტომბერს განხორციელდა. ეს დღე  ოფიციალურად მიჩნეულია ქარხნის ამუშავების დღედ . 1937 წლის ბოლოს ქარხანამ აწარმოა  ფეროშენადნობების 11 ნაირსახეობა და მალე ფერომანგანეზის ქარხანა ფეროშენადნობთა ქარხანად ტრანსფორმირდა.

წლების მანძილზე, ზესტაფონმა გააფართოვა საქმიანობა და  წარმოების შესაძლებლობები, რათა დააკმაყოფილოს მაღალხარისხიანი ფეროშენადნობის წარმოების საერთაშორისო მოთხოვნები. საწარმოში მუშაობს  12  ელექტრო თაღიანი ღუმელი, მაღალი დონის ჰაერის გასაფილტრი დანადგარით, საგლომერაციო ქარხანა და განახლებული მანგანეზის ბრიკეტების საამქრო. როგორც საქართველოს ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელი, ზესტაფონი მუდმივად ანახლებს წარმოების მეთოდებს , იძენს თანამედროვე   დანადგარებს, რათა გაიმყაროს პოზიციები ბაზარზე, შეინარჩუნოს ბაზრის მზარდი წილი და ლიდერის პოზიცია.

ბოლო ხანებში დანერგილი სიახლეები მოიცავს ახალ ელექტრო-ხიდიან ამწეს, შეკეთებულ ჩამომსხმელ დანადგარს, გაუმჯობესებულ საჰაერო ფილტრაციის სისტემებს და ჰიდროსეპარაციის უბანს, რომელიც ახორციელებს ნარჩენი წიდიდად მანგანუმის მაქსიმალურ გამომიშავებას და წარმოადგენს უნარჩენო წარმოების ტექნოლოგიას. ზესტაფონის ქარხანა აგრძელებს ინვესტირებასა და განვითარებას  კვლევასა და მაღალ ტექნოლოგიებში. 

2014 წელს ქარხანამ დაახლოებით 193 ათასი ტონა სილიკომანგანეზი აწარმოა. GAA-ის მფლობელობაში მყოფი "ფელდმან თრეიდინგის"გაფართოებული სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით კი ამ პროდუქტს საერთაშორისო ბაზარზე ისეთ ქვეყნები ყიდულობენ, როგორიცაა შეერთებული შტატები, კანადა, იაპონია და საფრანგეთი.

 

Go to top