ვასილ გერეგა - ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი 2013 წლიდან დღემდე.

განათლება - კიევის საერთაშორისო მენეჯმენტის ინსტიტუტი, აქვს მაგისტრის წოდება - ბიზნესის ადმინისტრირებაში
იგი მუშაობდა ენერგეტიკულ კომპანიაში, იყო
 უკრაინის კერძო საკომუნიკაციო სერვის კომპანიის დირექტორი. 
2012 წელს იგი დაინიშნა შპს"ჯორჯიანმანგანიზ"-ის დირექტორის პირველ მოადგილედ და ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის მოადგილედ.


 

ვასილ  გველესიანი - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მთავარი ინჟინერი.

განათლება დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მეტალურგიული ფაკულტეტი. ინჟინერ მეტალურგის კვალიფიკაციით.
1986 წლიდან მუშაობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში: ცვლის ოსტატად, უფროსად, განყოფილების უფროსად, დირექტორის მოადგილედ, საამქროს უფროსად, მთავარი ინჟინრის მოადგილედ,დეპარტამენტის დირექტორად.
2010 წლიდან არის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მთავარი ინჟინერი.
არის მრავალი რაციონალიზატორული წინადადების ავტორი და პატენტის მფლობელი. მიღებული აქვს სამთავრობო ჯილდოები.

 

გოჩა ჭანტურიძე - ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის კადრების დეპარტამენტის უფროსი

განათლება - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახალხო მეურნეობის დაგეგმვის ფაკულტეტი, შრომის ეკონომიკის სპეციალობით.
1985 წლიდან მუშაობს ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში სხვადასხვა თანამდებობებზე, ამჟამად იგი არის ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორის მოადგილე პერსონალისა და სოც. საკითხების დარგში.

 

Go to top