მთავარიპროდუქცია

 

სილიკომანგანეზი (SiMn) არის ფეროშენადნობი, რომელიც მიიღება მანგანეზის მადნისა და კვარციტის შედნობით რკალურ ღუმელში კოქსის არსებობისას. SiMn გამოიყენება რკინასა და ფოლადში როგორც  ჟანგბადის მოსაცილელად ასევე სილიკონისა და მანგანეზის ქიმიური შერწყმისთვის.

ფერომანგანეზი (FeMn) არის ფეროშენადნობი, რომელიც მიიღება მანგანეზის მადნის გამოდნობით კოქსის არსებობისას. FeMn შეიძლება მივიღოთ როგორც ბრძმედში, ისე რკალურ ღუმელში. ფერომანგანეზი ჩვეულებრივ ნახშირბადის მაღალი (78% Mn, 7.5% C), საშუალო (80% Mn, 1.5% C) და დაბალი (80% Mn, 0.5% C) შემცველობის იწარმოება.  ფერომანგანეზი გამოიყენება როგორც ფოლადის გამაძლიერებელი ან ფეროსილიკონთან კომბინაციაში ჟანგბადის მოსაცილებელი.

ფეროსილიკონი (FeSi) არის ფეროშენადნობი, რომელიც მიიღება კოქსთან ერთად კვარციტის დადნობით, როდესაც რკალურ ღუმელში ასევე მოთავსებულია ჯართი ან რკინის ჟანგი. მასში შემცველი სილიკონის რაოდენობის მიხედვით წარმოებული ფეროსილიკონის გავრცელებული ნაირსახეობაა 50%, 65% and 75%.  FeSi შესაძლოა შეიცავდეს კალციუმის და ალუმინის  1%-2% პროდუქციას იმ ბალანსით, რაც რკინას შეადგენს. ფეროსილიკონი გამოიყენება, უპირველეს ყოვლისა, როგორც ჟანგბადის მოსაცილებელი. იგი ადვილად უერთდება ჟანგბადს გამდნარ რკინაში და ზოგჯერ გამოიყენება როგორც დეგაზიფიკატორი, არასასურველი გაზებისადმი მისი სიახლოვის გამო. FeSi ასევე ფართოდ გამოიყენება თუჯში როგორც სილიკონის წყარო. შესაძლებელია ფეროსილიკონის დამატებით მეტალებთან შედნობა ჩვეულებრივი კომბინაციებით ფოლადის და რკინის მრეწველობაში სპეციალური გამოყენებისთვის. 

Go to top